პროექტი: წყალი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები.



წყალი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული

პრობლემები.

პროექტის აღწერა



   მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას წყლის მნიშვნელობაზე დედამიწაზე სიცოცხლის    არსებობისათვის.    გააცნობიერებენ    წყალთან   დაკავშირებულ პრობლემებს.       მოიპოვებენ       ინფორმაციას      წყალთან      დაკავშირებულ პრობლემებზე როგორც მთელ დედამიწაზე,  ისე მათ დასახლებულ  პუქტში.

პროექტის სრული აღწერა:

      მასწავლებელი ასახელებს სოფელში არსებულ პრობლემას: ,,ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო სოფელში გრუნტი წყლების დონემ, რასაც მოყვა ჭების დაშრობა. ოჯახები დარჩა სასმელი წყლის გარეშე. რთული ვითარებაა წყლით მომარაგების მხრივ მსოფლიოშიც. წყლის დაჭუჭყიანებამ მიიღო კატასტროფული მასშტაბები. რა ვიცით ყოველივე ამის შესახებ? რა არის გამოსავალი?''. მასწავლებელი კლასს სთავაზობს დამუშაოს პროექტი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ პრობლემასთან. შეთავაზებული იქნა სხვადასხვა სახელწოდება: ,,წყლი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები'', ,,წყალი სიცოცხლის წყარო'', ,,წყალი და ეკოლოგიური პრობლემები''. მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დახმარებით განისაზღვრა ერთი თემა ,,წყლი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები''.

  
პროექტის დამუშავება გადაწყდა რამდენიმე მიმართულებით:
1. წყლის მნიშვნელობა;
2. გრუნტის წყლები;
3. რა თვისებები უნდა ჰქონდეს სასმელად ვარგის წალს?
4. წყლის დაბინძურების წყაროები;

შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი.  დავალებები გადანაწილდა ჯგუფების მიხედვით.
1. აქტივობა
 პირველ ეტაპზე თითოეული ჯგუფი მათვის მიცემული მიმართულებებით მოიძიებს ინფორმაციას და მასალებს ინტერნეტის, ბიბლიოთეკის, სახელმძღვანელოებისა და მოსახლეობაში ჩატარებული ინტერვიუს მეშვეობით.
2. აქტივობა
ჯგუფები წარმოადგენენ მიღებულ ინფორმაციას და მასალებს. აანალიზებენ და ამუშავებენ მას, აკეთებენ დასკვნებს და ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებენ პრეზენტაციებს.
3. აქტივობა
ჯგუფები მუშაობენ ერთად. ხდება ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გაერთიანება და სისტემატიზაცია. ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას (პრობლემაგამომწვევი მიზეზებიგადაჭრის გზები). ამზადებენ პრეზენტაციას ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
4. აქტივობა
მოსწავლეები ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებენ კედლის გაზეთს და ბუკლეტებს (სტუმრებზე დასარიგებლად) წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
5. აქტივობა
მოსწავლეები იწვევენს სტუმრებს (მოსწავლეები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები), არიგებენ ბუკლეტებს და აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას. იმართება დისკუსია.

მონაწილეთა ასაკი:      12–13 წელი



ვადები და ხანგრძლივობა:   1 აპრილიდან 1 მაისამდე (ერთი თვე)





 
მოსალოდნელი შედეგები:
  • შეიქმნება საპრეზენტაციო ნამუშევრების ბანკი;
  • მოსწავლეთა ნამუშევრები ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის;
  • მასწავლებლი უკეთ შეაფასებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს;
  • ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია;
  • სოფლის საზოგადოებას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის  დამყარდება თანამშრომლობითი ურთიერთობა;
  • მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მოახდინონ საკუთარი უნარების რეალიზება და მათი თავისუფალი დრო დახარჯული იქნება სასარგებლო საქმიანობაში.



სამუშაო ენა:  ქართული.

პროექტის ფასილიტატორი:   ვახტანგ ჯანჯღავა
.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:    v.janjgava@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: vjanjgava.blogspot.com











Комментариев нет:

Отправить комментарий