понедельник, 23 июня 2014 г.

პროექტი: პლანეტის დემოგრაფიული პორტრეტი

მოსწავლეთა ნამუშევრები

პირველი პრეზენტაცია
შეიძლება თუ არა, მსოფლიოში დღეს არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა ჩაითვალოს კარს მომდგარ კატასტროფად?




მეორე პრეზენტაცია
რამდენი იქნებიან ქართველები XXII საუკუნეში?




მესამე პრეზენტაცია
იქნება  თუ არა  ჩვენი  სოფელი XXII  საუკუნის  რუკაზე?




პირველი ბუკლეტი
პლანეტის დემოგრაფიული პორტრეტი



მეორე ბუკლეტი
რამდენი იქნებიან ქართველები XXII საუკუნეში?





მესამე ბუკლეტი
იქნება თუ არა ჩვენი სოფელი XXII საუკუნის რუკაზე?









четверг, 1 марта 2012 г.

სოფელი ძველი სენაკი



          სოფელი ძველი სენაკი, სამეგრელოს ეს კურთხეული მიწა დიდი ისტორიის მქონე, ერთ-ერთი უძველესი  სოფელია საქართველოში. იგი სენაკის რაიონული ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთი მდებარეობს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ნოქალაქევი,  რომელიც ცნობილია უძველესი ქალაქის არქეოპოლისის სახელწოდებით, დასავლეთით - სოფელი ეკი, აღმოსავლეთით - სოფელი გეჯეთი და სამხრეთით - ქალაქი სენაკი   და სოფელი ნოსირი.

        ძველი სენაკი მდიდარია ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით. ვის არ მოხიბლავს და არ მოიყვანს აღტაცებაში სოფლის შუაგულში აღმართული რვაასწლოვანი ჭადარი და მაცხოვრის  ეკლესია, ან მთიდან გადმომზირალი წმინდა გიორგის  ეკლესია და შხეფის ციხე.







    სოფელი ჩრდილოეთის მხრიდან შემოფარგლულია გორაკ - ბორცვების ზოლით,  რომელიც ცნობილია   უნაგირას   სერის  სახელწოდებით. მის ფერდობებზე   იზრდება   კოლხური   ტყისათვის    დამახასიათებელი მცენარეულობა: რცხილა, წიფელი, თელა, კოპიტი, მუხა, ცაცხვი, მურყანი, აკაცია, წაბლი, ბზა, თხილი და ბროწეული. ტყის განაპირა ზოლში - ასკილი,  მაყვალი და იელი.

         ფრინველებიდან    გვხვდება:   შაშვი,   ჩხიკვი,   წიწკანა,   წივწივა,  ბეღურა, კოდალა,   ბულბული  და  მწყერი,  იშვიათად  ოფოფი  და  ხოხობი.  მტაცებელი ფრინველებიდან: ქორი, ძერა, მიმინო და ყვავი. ჭაობიან ადგილებში გვხვდება ყანჩა. ზამთრობით კი მოფრინავენ იხვები.




     ტყის ზონაში მტაცებელი ცხოველებიდან გვხვდება მგელი, ტურა, მელა, მაჩვი და კვერნა.   მღრღნელებიდან   გავრცელებულია    კურდღელი,  მინდვრის თაგვი, ვირთაგვა, მემინდვრია,   ზღარბი  და   თხუნელა.   მინდვრებსა  და    ბაღებში - გომბეშო.     ჭაობიან ადგილებში - ტბის  ბაყაყი.



       ძველი სენაკი და მისი ისტორიული  ძეგლები მრავალ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შრომებშია მოხსენებული. საინტერესო ცნობებს გვაწვდის ძველი სენაკის შესახებ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც საქართველოში 1630 წელს ჩამოსულა და 18 წელი სამეგრელოში უცხოვრია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა წიგნი, ამ წიგნს დართული აქვს სამეგრელოს რუკაც, სადაც აღნიშნულია ძველი სენაკი ეკლესიით.




        საინტერესო   ცნობებს    გვაძლევს    აღნიშნული    ეკლესიის     შესახებ    ნიკო დადიანი თავის  წიგნში  ,,ქართველთა   ცხოვრება”.  იგი   წერს   ,,ძველი   სენაკის ეკლესია აღაშენა ლეო დადიანმა მანუჩარის ძმან.” ეს ის ლევან მეორე დადიანია, რომელიც  ოდიშის   მთავარი   გახდა   1611   წელს.   ლამბერტი   ლევან  დადიანის შესახებ   წერდა,    რომ    მან     ,,უთვალავი    ოქრო-ვერცხლის    ხატი    გაკეთებინა თვალ-მარგალიტებით   შემკობილი.   ერთი   წლის   განმავლობაში   20-ზე   მეტი ოქრომჭედელი    ჰყავდა,   რომლებიც    განუწყვეტლივ   ამკობდნენ   საეკლესიო ნივთებს”...…


      არქანჯელო ლამბერტის წიგნი ,,სამეგრელოს აღწერა” საინტერესოა არა მარტო იმით, რომ უცხოელი მწერალი და მოგზაური ძვირფას ცნობებს გვაწვდის 350 წლის წინანდელ ძველ სენაკსა და მის ეკლესიაზე, არამედ იმითაც, რომ ავტორი გვაძლევს ახსნას ძველი სენაკის წარმოშობის შესახებ. იგი წერს - ,,ამ ადგილს ადრე ერქვა ,,სინგამე” (მდინარე ტეხურის ძველი სახელწოდება).
   მდინარე სინგამესა და მის ნაპირზე დასახლებას ამტკიცებს იტალიელი მოგზაური ფლავიუს არიანეც, მის წიგნში - “მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო”, მან მდინარე ტეხურს უწოდა - “სინაგჰი”. ადვილი შესაძლებელია წერს იგი, რომ გამოთქმათა სხვადასხვაგვარობის გამო (სინგამე, სინაგჰი) გადაიქცა სენაკად, ადგილმა კი შეინახა ეს სახელი და შემორჩა კიდეც. თუ დავეყრდნობით ლამბარტის ცნობებს გამოდის, რომ ძველი სენაკის დასახლება ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში არსებულა. თავად ,,სენაკი” ძველი ქართული ლექსიკონის მიხედვით სალოცავ ადგილს, ბერ-მონაზვნებისათვის განცალკევებულად მდგომ ნაგებობას ნიშნავს. სავარაუდოა, რომ ძველი სენაკისთვის სახელის მიკუთვნება გამოიწვია წარსულში აქ არსებულმა სალოცავებმა.



   შალვა დადიანი ამ უძველეს სოფელს ასე ახასიათებს თავის წიგნში ,,მოგონებანი”  - ,,წინათ სენაკი ერთი ყოფილა სამეგრელოში და ეს სენაკი იყო კიდეც ამ არემარეზე. აქ მოდიოდნენ იმერლები, მოჰქონდათ ღვინო. სამაგიეროდ ყიდულობდნენ ხარებს, ძროხებს, ცხენებს და სხვა. მოდიოდნენ ბერძნებიც და იძენდნენ აბრეშუმს, სიმინდს, თხილს და ა. შ., ერთი სიტყვით, აქ დიდად გაცხოველებული აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული. ჩემს დროს მას ძველი სენაკი ერქვა და დღესაც ასე ქვია.”
   ამ ისტორიულ სოფელში ყოველწლიურად იმართებიდა დიდი ბაზრობა (,,იარმარკობა”). აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ვის არ ნახავდით აქ: თათრებს, ბერძნებს, ებრაელებს. მათ ჩამოჰქონდათ ოქროს და ვერცხლის ნივთები, ძვირფასი თვლები, ხალიჩები და სხვა.



    დღევანდელი სტადიონის ადგილზე, რომელსაც ძველად ,,ოხოჯე” ერქვა, უზარმაზარი ცაცხვის ძირში იმართებოდა ცეკვა-თამაში, სადაც თავს იყრიდა ახალგაზრდობა. იყო შეხვედრები გასათხოვარი ქალიშვილებისა და საცოლე ვაჟკაცებისა, ხშირად აქ  ეყრებოდა საძირკველი მომავალ ოჯახებს. ზეიმს აგვირგვინებდა ქართული ჭიდაობა. ხალხის ტევა არ იყო საჭიდაო მოედანზე, “ბულვარში”, - ასე ეძახდნენ დღევანდელი კულტურის სახლის ეზოს. მოჭიდავეთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნესტორ ესებუა, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც გადმოცემით ვიცით, ის ყოფილა მაღალი, ბეჭგანიერი, წელწვრილი, სიტყვა-ძვირი, თავმდაბალი. მისი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევდა ხალხში. ნესტორი თურმე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ბეჭი მიწას არ გაკარებია. ის ფალავანთა-ფალავანი იყო და ასე დარჩენილა ბოლომდე.
  1874 წელს აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველ სენაკელთა მონდომებით გაიხსნა ერთკლასიანი სათავადაზნაურო სკოლა. სწავლების პირველ წელს ძველი სენაკის სკოლაში 21 მოსწავლე ირიცხებოდა.






        1884 წლის 25 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული სკოლა. მის კურთხევაზე სიტყვა წარმოუთქვამს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკაკი წერეთელს. სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი. ამ სკოლის პირველი ბრძენი ხელმძღვანელი ყოფილა სამსონ ყიფიანი, შემდეგ არსენ წითლიძე...



    ძველ სენაკში, საგიგიბერიოს უბნიდან მოჩანს ეკლესიის ნანგრევები. ეს ეკლესია ატარებს წმინდა გიორგის სახელს. ამ ეკლესიის შესახებ ხალხში ძალიან მწირი მონაცემები მოიპოვება. ხალხში შემორჩა ის, რომ ტაძარი აგებული ყოფილა მეთორმეტე საუკუნეში ქვითკირისაგან. ფუნქციონირებდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე. საბჭოთა პრიოდში ტაძარი გაუპარტახებიათ.




    დღეს ჩვენს სკოლაში ისევ რეკს აკაკის მიერ ჩამოკრული ზარი, დღემდე გუგუნებს ყველა მოსწავლის, ნამდვილი ქართველების გულში.









































пятница, 25 марта 2011 г.

პროექტი: წყლი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები.



წყალი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული

პრობლემები.

პროექტის აღწერა



   მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას წყლის მნიშვნელობაზე დედამიწაზე სიცოცხლის    არსებობისათვის.    გააცნობიერებენ    წყალთან   დაკავშირებულ პრობლემებს.       მოიპოვებენ       ინფორმაციას      წყალთან      დაკავშირებულ პრობლემებზე როგორც მთელ დედამიწაზე,  ისე მათ დასახლებულ  პუქტში.

პროექტის სრული აღწერა:

      მასწავლებელი ასახელებს სოფელში არსებულ პრობლემას: ,,ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო სოფელში გრუნტი წყლების დონემ, რასაც მოყვა ჭების დაშრობა. ოჯახები დარჩა სასმელი წყლის გარეშე. რთული ვითარებაა წყლით მომარაგების მხრივ მსოფლიოშიც. წყლის დაჭუჭყიანებამ მიიღო კატასტროფული მასშტაბები. რა ვიცით ყოველივე ამის შესახებ? რა არის გამოსავალი?''. მასწავლებელი კლასს სთავაზობს დამუშაოს პროექტი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ პრობლემასთან. შეთავაზებული იქნა სხვადასხვა სახელწოდება: ,,წყლი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები'', ,,წყალი სიცოცხლის წყარო'', ,,წყალი და ეკოლოგიური პრობლემები''. მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დახმარებით განისაზღვრა ერთი თემა ,,წყლი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები''.

  
პროექტის დამუშავება გადაწყდა რამდენიმე მიმართულებით:
1. წყლის მნიშვნელობა;
2. გრუნტის წყლები;
3. რა თვისებები უნდა ჰქონდეს სასმელად ვარგის წალს?
4. წყლის დაბინძურების წყაროები;

შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი.  დავალებები გადანაწილდა ჯგუფების მიხედვით.
1. აქტივობა
 პირველ ეტაპზე თითოეული ჯგუფი მათვის მიცემული მიმართულებებით მოიძიებს ინფორმაციას და მასალებს ინტერნეტის, ბიბლიოთეკის, სახელმძღვანელოებისა და მოსახლეობაში ჩატარებული ინტერვიუს მეშვეობით.
2. აქტივობა
ჯგუფები წარმოადგენენ მიღებულ ინფორმაციას და მასალებს. აანალიზებენ და ამუშავებენ მას, აკეთებენ დასკვნებს და ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებენ პრეზენტაციებს.
3. აქტივობა
ჯგუფები მუშაობენ ერთად. ხდება ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გაერთიანება და სისტემატიზაცია.  ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას (პრობლემა,  გამომწვევი მიზეზები,  გადაჭრის გზები). ამზადებენ პრეზენტაციას ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
4. აქტივობა
მოსწავლეები ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებენ კედლის გაზეთს და ბუკლეტებს (სტუმრებზე დასარიგებლად) წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
5. აქტივობა
მოსწავლეები იწვევენს სტუმრებს (მოსწავლეები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები), არიგებენ ბუკლეტებს და აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას. იმართება დისკუსია.

მონაწილეთა ასაკი:      12–13 წელი

ვადები და ხანგრძლივობა:   1 აპრილიდან 1 მაისამდე (ერთი თვე)





























მოსალოდნელი შედეგები:
·         შეიქმნება საპრეზენტაციო ნამუშევრების ბანკი;
·    მოსწავლეთა ნამუშევრები ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის;
·        მასწავლებლი უკეთ შეაფასებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს;
·        ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია;
·     სოფლის საზოგადოებას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დამყარდება თანამშრომლობითი ურთიერთობა;
·      მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მოახდინონ საკუთარი უნარების რეალიზება და მათი თავისუფალი დრო დახარჯული იქნება სასარგებლო საქმიანობაში.

სამუშაო ენა:  ქართული.

პროექტის ფასილიტატორი:   ვახტანგ ჯანჯღავა.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:      v.janjgava@gmail.com  
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  vjanjgava.blogspot.com